სიახლეები
ესსეების კონკურსის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია
24 დეკემბერს, სასტუმრო „ციტრუსში“ პროფესორ გოგი ჭირაქაძის სახელობის ესსეების კონკურსის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
საზეიმო ცერემონიას, პროფესორ გოგი ჭირაქაძის კოლეგები, ყოფილი სტუდენტები, მეგობრები, ოჯახის წევრები და კონკურსში მონაწილე და საუკეთესო ესეების ავტორები ესწრებოდნენ.
საუკეთესო ესსეების ავტორები დაჯილდოვდნენ საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის სიგელებით და საჩუქრებით.
საუკეთესო ესსეს ავტორი გახდა მარიამ ელიაშვილი, რომელსაც გადაეცა ასოციაციის სპეციალური პრიზი.
საუკეთესო ესსეების ავტორები, ასევე დაჯილდოვდნენ კონკურსუს პარტნიორი ორგანიზაციების სპეციალური პრიზებით. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს რჩეული ესსეს ავტორი გახდა სსიპ მცხეთის N1 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ხათუნა თეთვაძე, ხოლო კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის სპეციალური პრიზი გადაეცა ბათუმის ქართულ - ამერიკული სკოლის ქიმიის მასწავლებელს - ალექსანდრე ბახტაძეს.
ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ესსების და მათი ავტორების გაცნობა შესაძლებელია ჟურნალში „ქიმიის უწყებანი“.
დაჯილდოების ცერემონიალის ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
გამოქვეყნებულია: 01-07-2020