სიახლეები

 

ქართული წყალი “სნო“ და “კობი“ ჩინურ ბაზარზე

8 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში საპარტნიორო ფონდის მონაწილეობით ხელი მოეწერა მემორანდუმს კომპანია "აქვა გეო"-სა და ჩინელ პარტნიორებს შორის, რომლებიც განახორციელებენ ქართული მინერალური წყლის „კობი“-სა და „სნო“-ს ექსპორტს.

 

„სნო“-ს წყალი შევა ახალი ვაკუუმური შეფუთვით პეკინისა და შანხაის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და გარკვეული პროფილის კლინიკებში, გარდა ამისა „კობი“-ს ბრენდით უკვე დაიწყო ქსელების ათვისება. 

 

კომპანია "აქვა გეო"-ს გააჩნია  საკმარისი რესურსები და პოტენციალი, რაც იმის საწინდარია, რომ ბრენდები „სნო“ და „კობი“ ძალიან მალე დაიმკვიდრებს ადგილს ახალ და საინტერესო ბაზარზე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

 

 

 

 

გამოქვეყნებულია: 13-12-2019