სიახლეები
საჯარო ლექცია: ”ბიომედიცინის უკანასკნელი მიღწევები”
მასწავლებლის სახლში შედგა თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლების შეხვედრა ცნობილ მეცნიერთან პროფესორ რამაზ ქაცარავასთან.პროფესორმა რამაზ ქაცარავამ ისაუბრა ბიომედიცის უკანასკნელი წლების მიღწევებზე. ასევე აღნიშნული იქნა ქართველი მეცნიერების წარმატებების შესახებ ბიოდეგრადირებადი პოლიმერების და მათ ბაზაზე არა ერთი საინტერესო ახალი სამედიცინო თუ სხვა დანიშნულების მასალების შექმნაში.
შეხვედრამ ორ საათს გასტანა. მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
პროფ. რამაზ ქაცარავამ შესთავაზა მასწავლებლებს, რომ იგი უმასპინძლებს მათი სკოლის ქიმიის შესწავლით დაინტერესებულ მოსწავლეებს, მოსწავლეებს ჩართავს სამეცნიერო თემატიკაში, რაც მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და ოლიმპიადებში.
მოსწავლეთა განაწილებას სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფებში კოორდინირებას და ასისტენტირებას გაუწევს მასწავლებლის სახლი.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:
გამოქვეყნებულია: 17-03-2012