სიახლეები

 

ქიმიის გაკვეთილი მისაქციელის საჯარო სკოლაში

2012 წლის 23 იანვარს მცხეთის რაიონის სოფ. მისაქციელის საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული გავითარების ეროვნულმა ცენტრმა გასვლითი ქიმიის გაკეთილი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ უფროსკლასელი მოსწავლეების წინაშე პრეზენტაციით წარსდგენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები მაგდა ხარაძე, არმინე ავაქიანი და შორენა კენჭაძე. პრეზენტაცია მიეძღვნა სასუქების როლს და დანიშნულებას სოფლის მეურნეობაში.
პრეზენტაციის შემდეგ სტდენტებმა მოსწავლეებს რამდენიმე სახალისო ცდა ჩაუტარეს.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 07-03-2012