სიახლეები

 

საქართველო პირველად IChO-46-ზე

დღეს 18 ივლისს საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ქიმიაში საერთაშორისო ოლიმპიადაზე IChO-46 მიემგზავრება.

დღევანდელი დღე ქართველი ნორჩი ქიმიკოსებისათვის ისტორიული დღეა, ვინაიდან საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, რომელშიც 77 ქვეყნის 20 წლამდე სკოლის მოსწავლეები არიან ჩართულნი.

პირველი ნაკრების შემადგენლობაში არიან: იულია ინაური (ქალაქ თბილისის №94 საჯარო სკოლა), ლევან მექერიშვილი (არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონი"), ნუგზარ ლეკიაშვილი (საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა) და ლუკა მალაშხია (ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლა).

ნაკრებმა რეზერვისტებთან ერთად გამგზავრების წინ ორკვირიანი შეკრება გაიარა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც ისინი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში გადიოდნენ წვრთნას.

ნაკრების მწვრთნელთა შემადგენლობაა: ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი, ემზარ ლომიძე.

მოსწავლეთა ოლიმპიადაში მონაწილეობა დაფინანსებულია რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.


საქართველოს მოსწავლეთა პირველი ნაკრები საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში წვრთნებისას


საქართველოს მოსწავლეთა პირველი ნაკრები რეზერვისტებთან ერთდ

 

 

გამოქვეყნებულია: 27-11-2014