სიახლეები

 

ელიზბარ ელიზბარაშვილი - ხმელი ფოთოლი

გვიანი შემოდგომაა. ჩრდილოეთის ნელი ქარი ქრის. ისეთი, ზაფხულში სასიამოვნო სიგრილე რომ მოჰქონდა და, გალაღებულს, თანამოძმეებთან ჩურჩულისა და მასლაათის გუნებაზე აყენებდა.

ახლა კი ცივი და სუსხიანია. არა, სიცივე იმდენად არ აკრთობს - მისი გამოფიტული და გამომშრალი ძარღვები მას ვეღარ გრძნობენ; ბებერ ყუნწში აღარ ჰყოფნის ძალა. მცირე შერხევასაც ძლივსღა უმკლავდება. ჩანს, ჟამმა მასაც მოუწია.

წუხელ მთელი ღამე თეთრად გაათენა. ოხერმა ჰაერის დინებამ ჩათვლემის საშუალება არ მისცა. არ ეგონა, დილამდე თუ გაატანდა. გამთენიისას ქარი ჩადგა. ცოტა ამოისუნთქა. მზის სხივების შეფარული სითბო ესიამოვნა. მისი დაკოჟრილი და გაუხეშებული კანი სითბოსაც, როგორც სიცივეს, ვეღარ გრძნობს, - მზის სხივების ლაციცი მოსწონს, ეს არის და ეს. თვალი თვალში გაუყარა. დღეს ალბათ უკანასკნელად უმზერს... ჯერ ნახევარი წელიც არ შესრულებია... არადა რამდენი რამ ნახა, რამდენი იშრომა..

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 22-10-2014