სიახლეები

 

სამეცნიერო-პოპულარულ შემეცნებითი ლექცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისათვის

2014 წლის 7 მაისს აპრილს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი სამეცნიერო-პოპულარულ-შემეცნებითი ლექცია ქიმია-ბიოლოგიით დაინტერესებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.



უნივერსიტეტს სტუმრობდნენ, თბილისის 166-ე , 82-ე, და 12-ე საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლის „ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეები და პედაგოგები.



მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. უნივერსიტეტში მცირე ექსკურსის შემდეგ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა პროფ. თეო ურუშაძემ მათ გააცნო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, ხოლო შემდეგ მოისმინეს შემეცნებითი ლექცია ფერის ფენომენზე, მისი მიღებისა და აღქმის მეთოდებზე (პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი).

დასასრულს ახალგაზრდა ქიმიკოსთა კლუბის წევრებმა მოსწავლეებს სახალისო ქიმიური ცდები უჩვენეს.

 

 

გამოქვეყნებულია: 05-10-2014