სიახლეები
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VIII საერთაშორისო ოლიმპიადა საზეიმოდ დაიხურა
3-დან 5 მაისის ჩათვლით თბილისში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VIII საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა. მასში 37 ქვეყნის 120 გამომგონებელმა მიიღო მონაწილეობა.
ორი დღის განმავლობაში გამოფენილ საოლიმპოიადო პროექტებს პროფესორ-მასწავლებლებით დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა და საბოლოოდ თითოეულ დისიპლინაში ოთხი საუკეთესო პროექტი გამოვლინდა.
გამარჯვებულები დასახელდნენ შემდეგ საოლიმპიადო დისციპლინებში: ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, ინჟინერია და თანამედროვე ტექნოლოგიები.
ოქროს მედლით დაჯილდოვდა 25 პროექტის ავტორი, რომელთა შორის ოთხი პროექტი ქიმიაშია შესრულებული.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული პროექტები შესრულებული იქნა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „კვლევები მოსწავლეთა მონაწილოებით“ ფარგლებში.
გამოქვეყნებულია: 01-10-2014