სიახლეები

 

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა

3-დან 5 მაისის ჩათვლით, თბილისში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის საფინალო ეტაპი გაიმართება. ოლიმპიადა წელს მერვედ ტარდება და მასში 36 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.


ოლიმპიადის ფინალური ეტაპი და გამოფენა 3 და 4 მაისს "თბილისი მოლში" ჩატარდება, რომლის დროს წარმოდგენილი იქნება 36 ქვეყნის 120 გამოგონება.


სტუმრებს საშუალება ექნებათ, თავად გაეცნოთ ახალგაზრდების უნიკალურ გამოგონებას და მეტი გაიგონ თითოეული ქვეყნის კულტურის შესახებ.


ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VIII საერთაშორისო ოლიმპიადა - IYIPO (International Young Inventors Project Olympiad) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი ორგანიზატორი ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებაა. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს.

 

 

გამოქვეყნებულია: 25-06-2014