სიახლეები
ელიზბარ ელიზბარაშვილი: მანძილი - მეტრი, წონა - კილოგრამი, ცოდნა - ?
დიდია ინდოელებისა და არაბების დამსახურება კაცობრიობის წინაშე. ამ ხალხებმა მდიდარი და ორიგინალური კულტურა შექმნეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ ქვეყნიერებას შემატეს, რიცხვებია. რიცხვები მხოლოდ თვლასა და ანგარიშში როდი გამოიყენება; მათი მეშვეობით ვახასიათებთ საგნებსა და მოვლენებს. ამქვეყნად ყველაფერი იწონება - ხილული და უხილავი, მატერიალურ-კორპუსკულური და აბსტრაქტულ-წარმოსახვითი. ცოდვა-ბრალის განმკარგავ ქალღმერთსაც სასწორი უჭირავს ხელში...თუმცა აქ რიცხვები უძლურნი არიან, თუ მათ საზომი ერთეულები არ უდგანან გვერდით. ორი შეიძლება ვაშლიც იყოს, მანქანაც, ქვეყანაც და სიკვდილ- სიცოცხლეც... ამიტომ რიცხვებთან ერთად მოვლენების განმსაზღვრელი ტერმინებიც შემოვიღეთ. იყო დრო, როცა ყველა ერი და ქვეყანა თავისი ეტალონით საზღვრავდა. ჩვენი წინაპრები სოვდაგრებისგან ფარჩას და მიტკალს გოჯებითა და მტკავლებით ყიდულობდნენ, ერთ შორეულ ქვეყანაში კი სიგრძეს ფუტებითა (ნაბიჯებით) და იარდებით ზომავდნენ. ბებერ კონტინენტზე 25 გრადუსი თბილი დღის მომასწავებელია, ოკეანის გაღმა კი ამ ტემპერატურაზე სიცივისაგან კბილს კბილზე გვაცემინებს, ვინაიდან იქ ჯერ კიდევ ფარენჰეიტის დანატოვარი თერმომეტრები აქვთ.
სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულია: 30-04-2014