სიახლეები

 

პრესკონფერენცია ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე

თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა მთავრობის მიერ განუხორციელებელი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა დამოუკიდებლად განახორციელეს.

პირველი შეთანხმება უკვე მიღწეულია University of Missouri-სთან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები UNLV-სთან (ნევადას უნივერსიტეტი ლას ვეგასში). შეთანხმების შესაბამისად, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიმართულებათა სტუდენტებს, მესამე კურსის შემდეგ საშუალება ექნებათ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში (University of Missouri, USA) განაგრძონ. აშშ-ში ორწლიანი სწავლის შემდეგ, სტუდენტები ბაკალავრის დიპლომთან ერთად, მისურის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს მიიღებენ.

თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა „ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ იდეის დამოუკიდებლად განხორციელება მას შემდეგ დაიწყეს, რაც საქართველოს მთავრობამ მათ კონკურსში გამარჯვებულის სტატუსი გაუუქმა და შემდგომ კონკურსში მონაწილეობა აუკრძალა. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტებში დამატებით შეიქმნა ქიმიისა და ბიოლოგიის აკადემიური პროგრამები (აგრარული უნივერსიტეტი) და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა (თავისუფალი უნივერსიტეტი).

წყარო: www.agruni.edu.ge

 

 

გამოქვეყნებულია: 07-04-2014