სიახლეები
ქეთევან კუპატაძე- ქიმიური გასეირნება
რამდენიმე წლის წინ ერთი ფონდის დაფინანსებით ძალიან ნიჭიერ პროგრამისტთან ერთად ქიმიაში საგანმანათლებლო პროგრამაზე ვმუშაობდი. ნიჭიერი კი იყო ეს პროგრამისტი, მაგრამ ერთი ცუდი თვისება ჰქონდა - თუ გვერდით არ ვეჯექი, ყურადღება ეფანტებოდა. ვეხუმრებოდი, დედა რომ ზარმაც პირველკლასელს დაადგება თავზე, ისე ვართ-მეთქი. ვმუშაობდით შეუსვენებლად, უქმეებზეც კი.ერთ შაბათ დღესაც საქმეზე გავედი, თვითონ ჩემს ოთახში დავტოვე დავალებით. რომ დავბრუნდი, მუსიკის ხმა შემომესმა და რას ვხედავ - ეს ჩემი პროგრამისტი ეკრანს ჩასცქერის და ვიღაცას ბედნიერებას უსურვებს. თურმე სკაიპით მეგობრის ქორწილს ესწრებოდა და ნეფე-დედოფალს ადღეგრძელებდა...
ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ დღეს ყველა მეტისმეტად მივეჯაჭვეთ კომპიუტერის ეკრანს, რაც სულაც არ არის კარგი, ამიტომ მანჩესტერში, ქიმიის ისტორიის მსოფლიო კონგრესზე ყოფნისას თავისუფალ დროს რეალური (და არა ვირტუალური) გასეირნების არც ერთ შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებდი. ჰოდა, როდესაც „ქიმიური გასეირნება" შემომთავაზეს, უყოყმანოდ დავთანხმდი.
სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულია: 21-11-2013