სიახლეები
ირმა ლაგვილავა - ყავის ქიმია
ყავა ეს არის მომცრო ტანის მარადმწვანე ხე ან მსხვილი ბუჩქი ენდროსებრთა ჯგუფიდან. არსებობს ყავის ხის 73 სახეობა - ჯუჯა ბუჩქიდან თერთმეტ მეტრიან ხემდე. საწარმოო პრაქტიკაში განასხვავებენ ყავის ორ ყველაზე პოპულარულ სახეობას - არაბიკასა და რობუსტას. რობუსტა უფრო მეტ კოფეინს შეიცავს, თუმცა ნაკლებად დახვეწილი არომატი გააჩნია.ყავის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს, მათ შორის კი ყველაზე გავრცელებულია მითი მწყემსი კალდიმის შესახებ, რომელმაც შეამჩნია, რომ როდესაც მისი თხები ხის წითელ ნაყოფს ჭამდნენ, საოცრად ენერგიულები ხდებოდნენ. მან გადაწყვიტა, ამ მცენარის მაგიური ეფექტი თავის თავზე გამოეცადა. შეაგროვა ნაყოფი და წყალში ჩაალბო. სასმელი ძალიან უგემური გამოდგა. გულდაწყვეტილმა მწყემსმა ნაყოფიანი ტოტები კოცონში ჩაყარა. ცოტა ხანში ჰაერში საოცარი სურნელი დატრიალდა. მან მოაგროვა ყავის მოხალული მარცვლები, ჩაყარა წყალში და გარკვეული ხნის შემდეგ გაუსინჯა გემო. გაოცდა, როდესაც მცენარის მომწარო გემოსთან და არაჩვეულებრივ არომატთან ერთად ენერგიის მოზღვავება იგრძნო.
სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალში "ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:2, 16-20 გვ
გამოქვეყნებულია: 15-11-2013