სიახლეები

 

მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში IChO-2013

2013 წლის 16 ივლისს მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში IChO-2013 საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. წელს ოლიმპიადას მასპინძლობს რუსეთი, ქალაქი მოსკოვი. მოსწავლეები ექსპერიმენტულ და თეორიულ ტურებს შეასრულებენ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე.

საზეიმო გახსნის ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ვოტერსი, რუსეთის გამათლების მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თამვჯდომარე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ვალერი ლუნინი.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიმართა მცირე კონცერტი, ხოლო გახსნის ცერემონიალი დასრულდა თითოეული მონაწილე გუნდის წარდგინებით.

წელს ოლიმპიადაში მონაწილეობს 77 ქვეყანა, მათ შორის 4 დამკვირვებლის სტატუსით (საქართველო, მაკედონია, ომანი, ლინხშტეინი).

საქართველო წელს უკვე მორედ მონაწილეობს დამკვირვებლის სტატუსით და შემდეგ წელს ვიეტნამში უკვე ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა სრული შემადგენლობით.

 

 

გამოქვეყნებულია: 13-08-2013