სიახლეები

 

მსოფლიო პარფიუმერიის ქართველი პრინცი

გიორგი მაჩაბელი 1885 წელს დაიბადა იურისტ ვასო მაჩაბლის ოჯახში(შექსპირის მთარგმნელის ივანე მაჩაბლის უფროსი ძმა) თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბერლინს გაემგზავრა. სამთო აკადემია დაასრულა და მსოფლიოს გარშემო გაეშურა სამოგზაუროდ. შვედეთში გაიცნო გასტროლებზე მყოფი იტალიელი მსახიობი, მშვენიერი ნორინა ჯილი, 1916 წელს მათ იქორწინეს, გიორგი იტალიელების სიძე გახდა.გიორგი აქტიურად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მას გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, პოლიტიკურ ამბებში მისი 21 წლის მეუღლეც აქტიურად ჩაერთო.პირველ მსოფლიო ომის დროს გიორგიმ სამჯერ განახორციელა ექსპედიცია გერმანულ წყალქვეშა ნავზე და სტამბულის გავლით საქართველო იარაღით მოამარაგა.1918 წელს საქართველომ ნანატრი თავისუფლება მოიპოვა და გიორგიც იტალიაში იქნა გაგზავნილი ქვეყნის სრულუფლებიან ელჩად.საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გიორგი მაჩაბელი მეუღლესთან ერთად ა.შ.შ-ში გადასახლდა.იქ დასრულდა მაჩაბელის პოლიტიკური კარიერა და ბიზნესს მიჰყო ხელი, გაიხსენა თავისი ქიმიით გატაცება და დაიწყო არომატებზე ექსპერიმენტები.მალე ცოლ-ქმარმა გახსნეს მაღაზია "წითელი და შავი"(Le Rouge et le Noir), ხოლო ქორწინების 10 წლისთავზე შექმნეს საკუთარი კომპანია "პრინცი მაჩაბელი"("Prince Matchabelli Perfume Company").აქამდე სუნამოებს ამერიკელები საფრანგეთიდან იძენდნენ, "პრინცმა მაჩაბელმა"ფაქტიურად საფუძვეული დაუდო ა.შ.შ-ში პარფიუმერიის წარმოებას და ლიდერი პოზიცია დაიკავა.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ intermedia.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 15-04-2013