სიახლეები

 

ქეთევან კუპატაძე - ქიმიის მუზეუმები

თუ იცით რა განსხვავებაა ჰუმანიტარსა და ბუნებისმეტყველს შორის? ჰუმანიტარების მზერა წარსულისკენაა მიპყრობილი, ბუნებისმეტყველი კი წინ, მომავლისკენ იყურება, რადგან „მომავალი" სისხლში აქვს გამჯდარი. არა, ჩემი სიტყვები არ გეგონოთ, ბერნარ შოუმ თქვა დიდი ხნის წინად. მე ჩემს თავს ორივე კატეგორიას ვაკუთვნებ, ჰუმანიტარსაც და ბუნებისმეტყველსაც. წერა ბავშვობიდან გამომდიოდა, უამრავ გაზეთთან მითანამშრომლია და ჟურნალისტის დიპლომიც მიდევს სახლში. აი, ძირითად პროფესიად კი მაინც ქიმიას მივიჩნევ.

გამოდის რომ, ჩემი მზერა ორივე მიმართულებითაა მიპყრობილი-წარსულშიც და მომავალშიც.ისე, თუ წარსულს არ იცნობ, ცოტა ძნელია მომავლისკენ იმზირებოდე. უნდა გამოიყენო წარსული მომავლისთვის, რადგან უსაძირკვლოდ მომავლის აშენება ვის გაუგია. დღესაც წარსულის გამოყენებაზე მინდა დავწერო. როგორ გამოვიყენოთ ქიმიის წარსული მისსავე სწავლების პროცესში. არც კი იფიქროთ, კვლავ ისტორიულ ექსპერიმენტებს აგრძელებსო. არა, ქიმიის მუზეუმების შექმნის და ფუნქციონირების გამოცდილებაზე მინდა მოგითხროთ.

სტატია სრულად იხილეთ www.mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 19-11-2012