სიახლეები
საქართველოს ნაკრები აბუ ბირუნის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრა
საქართველოს ნაკრები უზბეკეთში, ქალაქ ნუკუსში, აბუ რაიჰან ბირუნის სახელობის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში - ARBIChO 2026 - მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შედიან: გია კვაშილავა, ეკატერინე მიდელაური, თორნიკე ფარჯიანი, დემეტრე ბიკაშვილი. ნაკრების მენტორები არიან თინათინ ბუთხუზი და სოფო ფაცაცია.
ოლიმპიადა 2026 წლის 3–10 ნოემბერს გაიმართება და მასში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრება მოიცავს ორ ძირითად ეტაპს — თეორიულ გამოცდასა და პრაქტიკულ ტურს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ქიმიურ ამოცანებს ამოხსნიან და ექსპერიმენტულ დავალებებს შეასრულებენ.
ARBIChO ახალგაზრდა ქიმიკოსებისთვის საერთაშორისო ასპარეზია, რომელიც ხელს უწყობს ქიმიის სიღრმისეულ შესწავლას, სამეცნიერო უნარების განვითარებასა და სხვადასხვა ქვეყნის ნიჭიერ მოსწავლეებს შორის გამოცდილების გაზიარებას.
ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს წარმატებას და ღირსეულ გამოსვლას საერთაშორისო ოლიმპიადაზე!
გამოქვეყნებულია: 03-11-2026
ჩვენი სტუმრები
სწრაფი ბმულები

