სიახლეები
„თაკოს ფონდის“ სტუდენტთა დაფინანსების კონკურსი
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია აცხადებს „თამარ (თაკო) ხატისაშვილის სახელობის სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის“ („თაკოს ფონდი“) ფარგლებში 2026–2027 სასწავლო წლის სტუდენტთა დაფინანსების კონკურსს.
კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქიმიური პროფილის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირველკურსელების, ასევე აქტიური სტატუსის მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების სწავლის საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები, განაცხადების მიღების ვადები, დაფინანსების პირობები, კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და განაცხადის წარდგენის წესი იხილეთ შემდეგ ბმულზე ფონდის ვებგვერდზე: www.chemistry.ge/tf/call.php
შენიშვნა: სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების პირველკურსელ სტუდენტთა დაფინანსების კონკურსი გამოცხადდება მოგვიანებით, სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის დასრულების შემდეგ.
გამოქვეყნებულია: 20-08-2026
ჩვენი სტუმრები
სწრაფი ბმულები




