სიახლეები

 

ოლიმპიადა ზურგჩანთა - 2026

9 და 10 მაისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტმა უმასპინძლა რესპუბლიკური მე-5 ოლიმპიადის „ზურგჩანთა“ ფინალურ ტურებს ქიმიასა და ბიოლოგიაში.



ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა 19 აპრილს თბილისსა და ქუთაისში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 245 მოსწავლემ. ფინალური ტურის საგზური მოიპოვა 88 მოსწავლემ.



ოლიმპიადის საპრიზო ადგილების განაწილება გამოცხადება დახურვის საზეიმო ცერემონიალზე 12 მაისს 12:00 საათზე.

დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება საქათველოს აგრარულ უნივერსიტეტში. მისამართი: 240 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი. აუდიტორია 200.

საზეიმო ცერემონიალზე დასწრება თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ საპრიზო ადგილების  რაოდენობა და პრიზები დამოკიდებულია თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში მიღებულ შედეგებზე და მონაწილეთა »10% მიიღებს ოქროს (I ადგილი), »20% - ვერცხლის (II ადგილი) და »30% - ბრინჯაოს (III ადგილი) დიპლომს.  გარდა საპრიზო ადგილებისა, გაიცემა სხვა სპეციალური პრიზებიც.


ოლიმპიადის შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე www.chemistry.ge/olympiad






ოლიმპიადის ამსახველი ფოტო ალბომი.

 

 

 

გამოქვეყნებულია: 11-05-2026