სიახლეები

 

STEM ასისტენსი & თბილისის #176 სკოლა

3 აპრილს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ეწვივნენ 176-ე სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ასისტენტების მარაიმ ლუაშვილისა და ნინო გორგოძის დახმარებით დაამზადეს ე.წ “აბაზანის ბომბები.”  მოსწავლეებმა ბურთების დასამზადებლად გამოიყენეს ლიმონმჟავა, სოდა, სახამებელი და ამქაფებლები. Მიღებული სხვადასხვა შემადგენლობის ნიმუშები გამოსცადეს ცხელ და ცივ წყალში, დაადგინეს მათი წყალში გახსნის დრო და ქაფის წარმოქმნის უნარი.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 04-04-2024