სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & თბილისის #58 სკოლა

პროექტ STEM-ასისტენსის ფარგლებში თბილისის #58 საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა მეთოდით დამზადებულ ღვინოში აქროლადი მჟავების შემცველობა, შაქრიანობა და მჟავიანობა.

კვლევა ჩატარდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში STEM ასისტენტის თამარ ცეცხლაძის მონაწილეობით.

კვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ მომზადდება კონფერენციის თეზისი და მოსწავლეები მოხსენებით გამოვლენ მასწავლებელთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე „ოქროს რიცხვი - 2024“.


პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

პროექტში ჩართვისათვის საჭიროა რეგისტრაცია STEM-ასისტენსის ვებგვერდზე: https://chemistry.ge/stem/index.php



შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 25-02-2024