სიახლეები
STEM-ასისტენსი & გორის მე-12 სკოლა
22 თებერვალს, პროექტ Stem ასისტენსის ფარგლებში, აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია გორის მე-12 სკოლა (STEM ასისტენტები მარიამ ლუაშვილი და ნათია კახნიაშვილი).კვლევის ფარგლებში მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ტიტრაციის მეთოდით, დაედგინათ С ვიტამინის შემცველობა გაყინულ და გაუყინავ ხილ-ბოსტნეულში და გამოეტანათ დასკვნა, თუ რომელი მათგანი შეიცავს უფრო მეტ C ვიტამინს შენახვის პირობებიდან გამომდინარე.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
გამოქვეყნებულია: 22-02-2024