სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & თბილისის #220 საჯარო სკოლა

22 თებერვალს, პროექტ Stem ასისტენსის ფარგლებში, აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია თბილისის N220-ე საჯარო სკოლა (მასწავლებელი მანანა სამხარაძე).

მოსწავლეებმა, ასისტენტ მარიამ ლუაშვილის დახმარებით, კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ნიადაგის გავლენა წყლის pH-ზე. კვლევის ობიექტად აიღეს ნიადაგის სინჯი 20-25 სმ-ის სიღრმიდან ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე და გაზომეს თითოეული მათგანის pH-ის მნიშვნელობა როგორც უშუალოდ ნიადაგში, ისე მის ექსტრაქტში.

კვლევის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეძლეს, გაეკეთებინათ დასკვნა, თუ რამდენად ახდენს ნიადაგი გავლენას წყლის pH-ის ცვლილებაზე.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

 

 

გამოქვეყნებულია: 22-02-2024