სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & თბილისის #154 სკოლა

პროექტში STEM-ასისტენსი თბილისის N154 საჯარო სკოლა (მასწავლებელი ელისაბედ ქოიავა) უკვე რამდენიმე თვეა ჩართულია.  პროექტის მხრიდან მათ ასისტირებას უწევს თამარ ცეცხლაძე.

2024 წლის 11 თებერვალს სკოლა ექსპერიმენტების ჩასატარებლად ეწვია აგრარულ უნივერსიტეტს. მოსწავლეებმა დაამზადეს სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარები, შეისწავლეს გარდატეხის მაჩვენებლის გაზომვის სხვადასხვა მეთოდი, საკალიბრო მრუდების აგება და კონცენტრაციის განსაზღვრა რეფრაქტომეტრით.  კვლევის ბოლოს, სპეცილური რეფრაქტომეტრით გაზომეს შაქრების შემცველობა სხვადასხვა სახის ღვინოში.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.


შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 17-02-2024