სიახლეები

 

ქიმიის საერთაშორისო ტურნირი “ოქროს საწმისი-2024“

საორგანიზაციო კომიტეტის სახელით გვაქვს დიდი პატივი მოგიწვიოთ ქიმიის საერთაშირისო ტურნირზე „ოქროს საწმისი-2024“, რომელიც საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 2024 წლის 28 მარტიდან 31 მარტამდე გაიმართება.

ტურნირის მთავარი მიზანია საერთაშორისო კონტაქტების ხელშეწყობა და ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეების აქტიურობის წახალისება.

ტურნირი „ოქროს საწმისი“ არის საერთაშორისო გუნდური შეჯიბრი ქიმიაში 14-18 წლის მოსწავლეებს შორის. ტურნირში მონაწილე თითოეული გუნდი შედგება ერთი ან რამდენიმე სკოლის 4 მოსწავლისგან. გუნდს ხელმძღვანელობს მენტორი, რომელსაც ეხმარება 1 ასისტენტი. მენტორი და ასისტენტი შეიძლება იყვნენ სკოლის მასწავლებლები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, მეცნიერები და ა.შ.

ტურნირში მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადგინონ „საშინაო დავალება“, რომელიც მოიცავს 4 თეორიულ და 2 პრაქტიკულ დავალებას.  

თეორიული დავალება მოითხოვს ჰიპოთეზის შემუშავებას სამეცნიერო პრობლემის გადასაჭრელად. ჰიპოთეზის გამოსაკვლევად საჭიროა შესაბამისი თეორიული მასალების მოძიება და შესწავლა, დასკვნების გამოტანა და დასრულებული დავალების წარმოსაჩენად პრეზენტაციის მომზადება.

პრაქტიკული ამოცანა არის კონკრეტული მოდელის შედგენა და მისი დემონსტრირება. დავალების შესასრულებლად საჭიროა ყველა შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება, მიღებული მონაცემების ანალიზი და ა.შ.

დავალებები დეტალურად იხილეთ ტურნირის ვებგვერდზე https://chemistry.ge/goldenfleece/problems.html)

 

ტურნირში მონაწილეობისათვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:  https://chemistry.ge/goldenfleece/register.php

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს (www.chemistry.ge/goldenfleece) ან დაგვიკავშირდით sc.goldenfleece@gmail.com

 

პატივისცემით,

საორგანიზაციო კომიტეტი

 

 

გამოქვეყნებულია: 05-02-2024