სიახლეები
STEM-ასისტენსი & თბილისის საერთაშორისო სკოლა
პროქტ STEM-ასისტენსის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო სკოლასთან გაიმართა ონლაინ შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში შეირჩა თემა - მოსწავლეები საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ვიზიტისას განსაზღვრავენ წყლის საერთო სიხისტეს მათ მიერ შერჩეულ წყლის ნიმუშებში. კვლევის პროცესისას მოსწავლეები გაეცნობიან კომპლექსონომეტრიისა და ზოგადად ანალიზური ქიმიის საფუძვლებს. მიღებული შედეგების საფუძველზე გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს და იმსჯელებენ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებზე.პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
გამოქვეყნებულია: 17-02-2024