სიახლეები
STEM-ასისტენსი & თბილისის #160 საჯარო სკოლა
4 თებერვალს სტემ ასისტენტმა ნინი გორგოძემ, აგრარულ უნივერსიტეტში უმასპინძლა თბილისის 160-ე საჯარო სკოლას. ვიზიტის მიზანი იყო კვლევის განხორციელება. კერძოდ სხვადასხვა სახეობის ხილსა და ბოსტნეულში С-ვიტამინისა და ნიტრატების განსაზღვრა.
კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს ქართული და უცხოური ხილ-ბოსტნეულის ქიმიური შედგენილობა (ასკორბინის მჟავასა და ნიტრატების შემცველობა). ამასთან აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჩართული იყო 160-ე სკოლის ქიმიის და ბიოლოგიის მასწავლებლები თამარ დუნდუა და იზოლდა ტყემალაძე.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:
გამოქვეყნებულია: 17-02-2024