სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & კავთისხევისა და ტინისხიდის სკოლები

3 თებერვალს, პროექტ  STEM ასისტენსის ფარგლებში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ესტუმრნენ სოფელ ტინისხიდისა (მასწავლებელი მაკა მაკარიძე) და სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლის (მასწავლებელი ნანი დემეტრაშვილი) მოსწავლეები.

კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა STEM-ასისტენტ მარიამ ლუაშვილთან ერთად  ნიტრატმზომის გამოყენებით განსაზღვრეს ნიტრატების შემცველობა პომიდორში, ფორთოხალსა და მანდარინში. ასევე,  განსაზღვრეს C ვიტამინის შემცველობა შერჩეულ ხილსა და ბოსტნეულში.

მოსწავლეები გაეცნენ ნიტრატმზომთან მუშაობის წესებს და ტიტრაციის პროცესს.

შეისწავლეს ანალიზური ქიმიის ერთ-ერთი მთავარი გაზომვის მეთოდი და მიღებული შედეგების საფუძველზე გამოიტანეს სათანადო დასკვნები.

 

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.



შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 17-02-2024