სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & სოფ. სამთავისის საჯარო სკოლა

3 თებერვალს პროექტ STEM-ასისტენსის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. სამთავისის საჯარო სკოლა ესტუმრა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს.

კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა განსაზღვრეს ნიტრატებისა და C ვიტამინის შემცველობა შერჩეულ ხილსა და ბოსტნეულში.

STEM-ასისტენტებმა გიორგი ღონღაძემ და თამარ ლუაშვილმა მოსწავლეებს გაეცნეს ნიტრატმზომთან მუშაობის წესები და ტიტრაციის პროცესი.

 

მათ შეისწავლეს ანალიზური ქიმიის მთავარი პრინციპები და მიღებული შედეგების საფუძველზე გამოიტანეს სათანადო დასკვნები.

 

კვლევის შედეგებით მოსწავლეები მასწავლებელთა მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე „ოქროს რიცხვი-2024“  წარსდგებიან.

 

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 17-02-2024