სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & მუღანლოს სკოლა

23 იანვარს STEM-ასისტენსის პროექტის ფარგლებში აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა (ქიმიის მასწავლებელი ნინო სამხარაული). კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა განსაზღვრეს C ვიტამინის რაოდენობა ლიმონში, ფორთოხალში, მანდარინსა და ორი სახეობის ნატურალურ წვენში. Მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები მუშაობის პროცესებში და კვლევის ბოლოს, გააკეთეს შესაბამისი დასკვნები.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 17-02-2024