სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & თბილისის 122-ე საჯარო სკოლა

24 იანვარს, STEM- ასისტენტები ნინი გორგოძე და მარიამ ლუაშვილი ესტუმრნენ თბილისის 122-ე საჯარო სკოლას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ცდები ნაერთთა კლასების შესახებ. STEM ასისტენტებმა მოსწავლეებს გააცნეს მჟავურ-ფუძური ბუნების ნაერთები, აჩვენეს თუ როგორ ხდება მათი განსხვავება სხვადასხვა ინდიკატორის საშუალებით. ასევე ჩაატარეს სხვადასხვა სადემონსტრაციო და სახალისო ცდები, რამაც მოსწავლეები ძალიან დააინტერესა.

ცდების ჩატარების პროცესში ჩართული იყვნენ მოსწავლეებიც. მოსწავლეებმა ჩატარებული ექსპერიმენტების პარალელურად დაწერეს შესაბამისი ქიმიური რეაქციები დაფაზე და იმსჯელეს რეაქციების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს ასისტენტებთან გაიმართა კითხვა-პასუხი და ისაუბრეს ქიმიის სხვადასხვა მიმართულებებზე.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ. .

 

 

გამოქვეყნებულია: 17-02-2024