სიახლეები

 

მოხსენება ქიმიის ონლაინ ლექსიკონის შესახებ

10-12 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა I საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“.

კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენება „English-Georgian and Georgian-English
explanatory online dictionary of chemistry terminology“, რომელზეც თამარ ხატისაშვილმა წარადგინა.  თამარ ხატისაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო  ახალი ონლაინ ლექსიკონის შექმნის ტექნოლოგიებზე, მათ შორის ახალი ტერმინების შემოღებისა და ზოგიერთი არსებულის დაზუსტება/კორექტირების საკითხებზე.

ლექსიკონში უკვე შეტანილია 3000-ზე მეტი ტერმინი. იგი წლის ბოლოს დასრულდება. ლექსიკონი განთავსებულია  ქიმიის პორტალზე შემდეგ მისამართზე: https://chemistry.ge/dictionary.

შეგახსენებთ, რომ ონლაინ ლექსიკონი იქმნება საქართველოს აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების თანამოწილეობით და დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტი #SL-22-339.

 

 

გამოქვეყნებულია: 12-11-2023