სიახლეები
მე-2 საერთაშორისო კონფერენციაში "მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები - იდეიდან დანერგვამდე.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტს პატივი აქვს მოგიწვიოთ მე-2 საერთაშორისო კონფერენციაში "მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები - იდეიდან დანერგვამდე. 2023“ მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიება გაიმართება თბილისში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში (ჭავჭავაძის გამზ. 1, თბილისი, 0179)
მონაწილეობისათვის სარეგისტრაციო გადასახადი არ არის!
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია კონფერენციის ვებ-გვერდზე (2023, 10 ოქტომბრის ჩათვლით).
აბსტრაქტის წარდგენის ვადაა 10 ოქტომბერი, 2023
კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ ი ფორმატით (პირადად და Zoom პლატფორმით).
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხ. :https://conference23iice.ge
კეთილი სურვილებით,
Dr. გრიგორ ტატიშვილი,
საორგანიზაციო კომიტეტის თანა-თავმჯდომარე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი
გამოქვეყნებულია: 22-09-2023