სიახლეები
ქიმიის ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი შეკრება დასრულდა
დღეს იმიტირებული ექსპერიმენტული ტურით ამთავრებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ქიმიაში ორ კვირიან შეკრებას, რომელიც საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ტარდებოდა.2023 წლის ნაკრების შემადგენლობაში არიან ქეთევან პერანიძე, ნიკოლას მეტრეველი, ილია დოკაძე და ანდრია უტიაშვილი.
ნაკრები ქიმიის 55-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე 16 ივლისს გაემგზავრება. წელს ოლიმპიადას ციურიხი (შვეიცარია) მასპინძლობს.
გამოქვეყნებულია: 12-07-2023