ტრენინგები
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქიმიის მასწავლებელთათვის ატარებს ტრენინგს „ქიმიური ექსპერიმენტის თეორიული ასპექტები“.
ტრენინგის მიზანია:
- ქიმიური ექსპერიმენტის თეორიული ასპექტების გაცნობა
- ქიმიური ექსპერიმენტის დაგეგმვა
- დასმული ამოცანის მიხედვით ქიმიური ექსპერიმენტული მეთოდის შერჩევა
- დასმული ამოცანის მიხედვით ქიმიური დანადგარების შერჩევა
- ლაბორატორიაში უსაფრთხო მუშაობის წესების გაცნობა
- ქიმიური ექსპერიმენტის დღიურის წარმოების გაცნობა
ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 საათი
ტრენინგის ფორმატი: 4 საათი მეცადინეობა, 1 საათი ყავის შესვენება
ტრენინგის კომპონენტები:
- პრეზენტაცია (1 საათი)
- სემინარი - (1 საათი ) - პრეზენტაციაზე განხილული მასალების ადაპტაცია პრაქტიკულ ამოცანებში, დავალებების განაწილება ქვეჯგუფებში
- დამოუკიდებელი მუშაობა (1 საათი,) - მონაწილეთა ქვეჯგუფები შეასრულებენ მოცემულ დავალებას
- განსჯა - (1 საათი) - თითოეული ქვეჯგუფი წარადგენს საკუთარ ვერსიას, შედგება მისი განსჯა.
ტრენინგების მონაწილეები მიიღებენ:
- სატრენინგო მასალებს (პრეზენტაციის კრებულებს, სავარჯიშო მასალებს)
- სატრენინგო მასალებსა და სახელმძღვანელოებს ელექტრონულად (CD დისკი)
- ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობაა 15-20.
ტრენინგის ღირებულება: 120 ლარი; ასოციაციის წევრები მიიღებენ 30%-იან ფასდაკლებას.
რეგისტრაციის დასრულება: რეგისტრაცია მუდვივად გაგრძელდება.
ტრენინგის დაწყება: ტრენინგი დაიწყება ჯგუფის შედგენისთანავე.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.
ჩატარების ადგილი: გამოქვეყნდება მოგვიანებით.
მისმართი:
გამოქვეყნდება მოგვიანებით
საკონტაქტო პირი: თეა მათითაიშვილი t.matitaishvili@agruni.edu.ge. ტელ: 595 63 66 76