4.მე-4 ჯგუფის ელემენტები
4.1.ტიტანი
კითხვა:
რა სამრეწველო ხერხებით მიიღება ტიტანი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის განტოლებები.?
პასუხი:
ტექნიკაში ტიტანი, ძირითადად, ორი მეთოდით მიიღება: გოგირდმჟავით ტიტანის მადნების დამუშავებით და პირომეტალურგიული ტექნოლოგიით.
ტიტანის მადნების გოგირდმჟავათი დამუშავებით მიიღება ტიტანის დიოქსიდი, რომელსაც აცხელებენ კოქსთან ქლორის ატმოსფეროში:
TiO2 + 2C + 2Cl2 → TiCl4 + 2CO
840 °C-ზე TiCl4-დან ტიტანს Mg-ით აღადგენენ:
TiCl4 + 2Mg → 2MgCl2 + Ti
სუფთა ტიტანს ღებულობენ იოდიდური მეთოდით ან ელექტროლიზით.