3.მე-3 ჯგუფის ელემენეტები

3.1.f-ელემენტები - ლანთანოიდები და აქტინოიდები

კითხვა:

აქტინოიდებიდან რომელი ელემენტები გვხვდება ბუნებაში? რას წარმოადგენს მინერალი “მონაციტი”?

 

პასუხი:

აქტინიდებიდან ბუნებაში გვხვდება თორიუმი, პროტაქტინიუმი და ურანი. დანარჩენი ელემენტები დასინთეზებულია (ხელოვნურად, ბირთვული რეაქციებით). მხოლოდ რამდენიმე მათგანის აღმოჩენა გახდა შესაძლებელი ურანის მადნებში. ბუნებაში სხვა მინერალებიდან გავრცელებულია მინერალი მონაციტი [Ce(Th, Ca)]PO4].