3.მე-3 ჯგუფის ელემენეტები

3.1.f-ელემენტები - ლანთანოიდები და აქტინოიდები

კითხვა:

რომელია ურანისათვის დამახასიათებელი ჟანგვითი რიცხვი? ასეთი ჟანგვითი რიცხვის მქონე რომელ ნაერთებს იცნობთ? დაწერეთ ქიმიური ფორმულები.

 

პასუხი:

ურანი ნაერთებში ავლენს +3, +4, +5, +6 ჟანგვით რიცხვებს. ურანისათვის უფრო დამახასიათებელია +6 ჟანგვითი რიცხვი. მისი ოქსიდი UO3 ამფოტერული ბუნებისაა. მჟავებში გახსნით მიიღება მარილი. კატიონის როლშია ურანილის იონი - UO22+. ჰალოგენიდებიდან მდგრადია UCl6. ურანის ნაერთებს შორის ფართოდ გამოიყენება ურან(VI)-ის აზოტმჟავა მარილი, ურანილის ნიტრატის ჰექსაჰიდრატი - UO2(NO3)2·6H2O. ასევე საინტერესოა UF6, რომელიც გამოიყენება თერმოდიფუზიის მეთოდით 235U და 238U იზოტოპების დაცილებისას. გარდა ამისა, მას იყენებენ მაღალი ჟანგვითი რიცხვის მქონე ელემენტთა ფთორიდების მისაღებად.