3.მე-3 ჯგუფის ელემენეტები

3.1.f-ელემენტები - ლანთანოიდები და აქტინოიდები

კითხვა:

როგორია ლანთანოიდებისა და აქტინოიდების მდებარეობა მეტალთა ელექტროქიმიური ძაბვის მწკრივში?

 

პასუხი:

ლანთანოიდები აქტიური მეტალებია. მეტალთა ელექტროქიმიური ძაბვის მწკრივში ისინი განლაგებულნი არიან წყალბადის მარცხნივ, მისგან მნიშვნელოვანი დაშორებით. ისინი წყლით იჟანგებიან წყალბადის გამოყოფით. კიდევ უფრო აქტიურად მოქმედებენ ლანთანიოდები მჟავებთან, მაგრამ ისინი მდგრადები არიან HF-სა და H3PO4-ის მოქმედების მიმართ, რადგან წარმოქმნიან უხსნად მარილებს და აფსკის სახით ეკრობიან მათ ზედაპირს.

მარტივი ნივთიერებების სახით აქტინოიდებიც ქიმიურად აქტიური მეტალებია. ლანთანოიდების მსგავსად, ისინიც განლაგებულნი არიან წყალბადის მარცხნივ და ამიტომ იჟანგებიან წყლით და კიდევ უფრო ძლიერად - მჟავებით.