2.მე-2 ჯგუფის ელემენტები
2.1.ტუტემიწათა მეტალები
კითხვა:
რა გამოყენება აქვს ბარიუმს, სტრონციუმს და მათ ნაერთებს? ჩამოთვალეთ ეს ნაერთები და დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.
პასუხი:
ბარიუმი გამოიყენება რადიონათურებისთვის ნიკელთან მაღალი თერმომდგრადობის შენადნობების მისაღებად. ბარიუმის ნაერთებიდან გამოიყენება მისი ტიტანატი (BaTiO3) მიკრო- და პიეზოელექტროტექნიკური ელემენტების და კრისტალური დიელექტრიკების დასამზადებლად. ბარიუმის სულფატი, თუთიის სულფიდთან ერთად, გამოიყენება თეთრი საღებავის – ლითოფონის წარმოებაში. ბარიუმის კარბონატი გამოიყენება ფოლადის ცემენტაციაში, ხოლო ნიტრატი პიროტექნიკაში. ბარიუმი და ბარიუმის მარილები ნეიტრონების და რენტგენის სხივების ეფექტური დამჭერია.
მეტალური სტრონციუმი მისი ქვეჯგუფის მეტალებთან შედარებით ნაკლებად გამოიყენება. აღსანიშნავია მხოლოდ მისი გამოყენება სპეციალური დანიშნულების ოპტიკური მინის, ჭიქურის, ფერიტების დასამზადებელი კერამიკული მასალის მისაღებად.