1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რომელი ფიზიკური მახასიათებლით ჰგავს წყალბად-იონი (H-) ჰალოგენებს?

 

პასუხი:

ელექტრონის მიერთებით წყალბადის ატომი ემსგავსება ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის მე-17 (VII) ჯგუფის არამეტალებს. მეტალებთან წყალბადის ნაერთებს ჰიდრიდებს უწოდებენ. ტუტე და ტუტემიწათა მეტალების ჰიდრიდები მარილის ტიპის ნაერთებია – მათში ბმა იონურია.