2.მე-2 ჯგუფის ელემენტები

2.1.ტუტემიწათა მეტალები

კითხვა:

დაალაგეთ რიგში კალციუმის ქვეჯგუფის მეტალები მათი ქიმიური აქტიურობის მიხედვით. რა პირობებში ინახავენ ტუტემიწათა მეტალებს?

 

პასუხი:

კალციუმის ქვეჯგუფის ელემენტები ჩვეულებრივ ტემპერატურაზე მოქმედებენ აქტიურ არამეტალებთან, ხოლო წყალბადთან (H2), აზოტთან (N2), ნახშირბადთან (C) და სილიციუმთან (Si) - მაღალ ტემპერატურაზე. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე შედიან რეაქციაში წყალთან. მეტალთა ქიმიური აქტივობა იზრდება რიგში Ca < Sr < Ba. მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო ამ მეტალებს ნავთში ინახავენ.