2.მე-2 ჯგუფის ელემენტები

2.1.ტუტემიწათა მეტალები

კითხვა:

რა ფიზიკური მახასიათებლებით განსხვავდებიან კალციუმი, სტრონციუმი, ბარიუმი და რადიუმი ბერილიუმისა და მაგნიუმისგან?

 

პასუხი:

კალციუმს (Ca), სტრონციუმს (Sr), ბარიუმს (Ba) დარადიუმს (Ra) აქვთ გაცილებით დიდი ატომური რადიუსი და დაბალი იონიზაციის ენერგია, ვიდრე ბერილიუმსა და მაგნიუმს. დიდი ატომური რადიუსის გამო, მათი ატომების მაპოლარიზებელი მოქმედება სუსტია, ამიტომ არაორგანულ ლიგანდებთან მათი კომპლექსები არამდგრადია.