2.მე-2 ჯგუფის ელემენტები

2.1.ტუტემიწათა მეტალები

კითხვა:

რა უნარს ავლენს ბერილიუმის ოქსიდი მინერალურ მჟავებთან და ტუტეების წყალხსნარებთან ურთიერთქმედებისას? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

 

პასუხი:

BeO ამფოტერული ბუნების ოქსიდია. შელღობით ურთიერთქმედებს ფუძე და მჟავა ოქსიდებთან:

 BeO + SiO2 → BeSiO3

BeO + Na2O → Na2BeO2

გაცხელებით BeO ურთიერთქმედებს მჟავებთან და ტუტეებთან:

BeO + 2OH3+ + H2O → [Be(OH2)4]2+

BeO + H2O + 2OHˉ → [Be(OH)4]2-

ამფოტერულია ასევე ბერილიუმის ჰიდროქსიდი:

Be(OH)2 + 2 OH3+→ [Be(OH2)4]2+

Be(OH)2 + 2 OHˉ→ [Be(OH)4]2-