1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რომელი ქიმიური თვისებებით განსხვავდება ატომური წყალბადი მოლეკულურისგან? რატომ?

 

პასუხი:

მოლეკულური წყალბადისაგან განსხვავებით, ატომური წყალბადი ოთახის ტემპერატურაზეც კი აღადგენს მეტალებს ოქსიდებიდან, უშუალოდ უერთდება გოგირდს, აზოტს, ფოსფორს, ჟანგბადთან წარმოქმნის პეროქსიდს. ატომური წყალბადი სწრაფად აღადგენს კალიუმის პერმანგანატს. კალიუმის პერმანგანატის შემჟავებულ ხსნარში თუთიის მარცვლების მოთავსებისას, ხსნარის გაუფერულება სწრაფად ხდება, მაშინ როცა იმავე ხსნარში კიპის აპარატიდან მოლეკულური წყალბადის გატარებით ხსნარის გაუფერულებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.