19.მე-3-12 ჯგუფების ელემენტები

19.1.გარდამავალი ელემენტები

კითხვა:

რა არის ჰეტერომეტალური კლასტერები? რა გამოყენება ჰპოვა ამ ტიპის კლასტერებმა ტექნიკასა და ნავთობის გადამამუშავებელ ტექნოლოგიაში?

 

პასუხი:

ჰეტერომეტალური კლასტერები შედგება სხვადასხვა მეტალის შემცველი ბირთვებისაგან. კლასტერებს აქვთ კატალიზური აქტიურობა. ჰეტერომეტალური კლასტერებისაგან შესაძლებელი გახდა აუდიო- და ვიდეოტექნიკაში გამოყენებული ჰომოგენური, ულტრადისპერსიული შენადნობების დამზადება. კლასტერებით შესაძლებელი გახდა ნავთობის დესულფურიზაცია, რაც მნიშვნელოვანი ტექნიკურ-ეკოლოგიური პრობლემაა და ა.შ.