19.მე-3-12 ჯგუფების ელემენტები

19.1.გარდამავალი ელემენტები

კითხვა:

როგორია d-ელემენტების ცალკეული ჯგუფების სპეციფიკური თავისებურებები?

 

პასუხი:

3d-სერიის ელემენტებისათვის კოორდინაციული რიცხვი დაბალია, ვიდრე 4d-და 5d-სერიის მეტალებისათვის. 4d-და 5d-სერიის მეტალებისათვის დამახასიათებელია უმაღლესი ჟანგვითი რიცხვი ნაერთებში. 3d, 4d და 5d რიგში იზრდება ნაერთების მდგრადობა მაღალი ჟანგვითი რიცხვებით. 3d-გან განსხვავებით, 4d- და 5d-ელემენტებს ახასითებს ელექტრონების დიდი სწრაფვა გაწყვილებისკენ. ამიტომ ისინი იშვიათად წარმოქმნიან მაღალსპინურ კომპლექსებს