19.მე-3-12 ჯგუფების ელემენტები

19.1.გარდამავალი ელემენტები

კითხვა:

რომელი ელემენტები მიეკუთვნებიან გარდამავალი მეტალების III რიგს? რით განსხვავდებიან ისინი I და II რიგის გარდამავალი ელემენტებისაგან? ელექტრონული აღნაგობის თვალსაზრისით, რა განსხვავებაა III რიგის გარდამავალ ელემენტებს შორის?

 

პასუხი:

 d-ჯგუფის III რიგის გარდამავალ ელემენტებს მიეკუთვნება Hf, Ta, W, Re, Os, Ir, Pt, Au. B-ჯგუფებში იონიზაციის ენერგიები s-და p-ელემენტებისაგან განსხვავებით, იზრდება. ეს აიხსნება გარე s-ელექტრონების ბირთვისკენ შეღწევით. მაგალითად, თუ IV პერიოდის d-ელემენტების 4s-ელექტრონებს 3d10 ეკრანის გავლით უხდებათ შეღწევა, VI პერიოდის ელემენტებს ორმაგი ეკრანის (5d10  და 4f14) გავლით უხდებათ შეღწევა. ამიტომ 6s-ელექტრონების ბირთვთან ურთიერთქმედება გაზრდილია, რაც ზრდის იონიზაციის შესაბამის ენერგიას. Cu ― Ag ― Au რიგში ქიმიური აქტიურობა მკვეთრად მცირდება.