17.მე-17 ჯგუფის ელემენტები
17.1.ჰალოგენები
კითხვა:
შეადარეთ მარტივი ნივთიერებებიდან ჰალოგენწყალბადების წარმოქმნის რეაქციები. როგორ ახსნით ამ პროცესების მიმდინარეობას გიბსის ფუნქციის ცვლილების მიხედვით?
პასუხი:
ალოგენები წყალბადთან წარმოქმნიან აქროლად წყალბადნაერთებს: HF, HCl, HBr, HI. ფთორი წყალბადს სიბნელეშიც კი აფეთქებით უერთდება. ქლორი წყალბადს უერთდება აფეთქებით, მაგრამ დასხივების შედეგად. ბრომი და იოდი კი, წყალბადთან ურთიერთქმედებენ მხოლოდ გაცხელების პირობებში. იოდწყალბადის სინთეზი ენდოთერმული და შექცევადია:
½ H2 + ½ F2 → HF |
ΔH°298 = -273კჯ/მოლი |
½ H2 + ½ Cl2 → HCl |
ΔH°298 = -95კჯ/მოლი |
½ H2 + ½ Br2 → HBr |
ΔH°298 = -53კჯ/მოლი |
½ H2 + ½ I2 → HI |
ΔH°298 = 1,8კჯ/მოლი |
ყველა ეს ჰალოგენწყალბადი კარგად იხსნება წყალში.
მჟავათა სიძლიერე HCl > HBr > HI რიგში იზრდება. ამ მიმართულებით იზრდება აგრეთვე მათი აღმდგენი უნარიც.