17.მე-17 ჯგუფის ელემენტები

17.1.ჰალოგენები

კითხვა:

როგორი სტრუქტურა შეესაბამება მყარ იოდს?

 

პასუხი:

მყარი იოდის კრისტალური სტრუქტურა მოლეკულურია. მოლეკულური სტრუქტურის გამო, იოდი, ოდნავი გაცხელებით, გალღობის გარეშე, გადადის აირად მდგომარეობაში (სუბლიმირდება) და იისფერ ორთქლს წარმოქმნის. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც (ბერძნულად „iodes“ - იისფერი).